---
title: "მუხლი 3. ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპი — ეკონომიკური თავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1405264-ekonomikuri-tavisuplebis-shesakheb/3"
law: "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ"
article: "3"
identifier: "4979-რს"
adopted: "2011-07-01"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპი — ეკონომიკური თავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1405264-ekonomikuri-tavisuplebis-shesakheb/3

სახელმწიფო და   მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში გადახდილი გადასახადების განკარგვა ხდება ბიუჯეტის უნივერსალობის პრინციპით, რომელიც გულისხმობს შემდეგს: ა) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ყველა შემოსულობა მიმართული უნდა იქნეს ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსავლები მიიმართება შესაბამის ბიუჯეტში საერთო გადასახდელების დასაფინანსებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორგანიზაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირია; ბ) არ შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგინდეს, რომ ბიუჯეტის კონკრეტული შემოსულობა მიმართულ იქნეს ბიუჯეტის კონკრეტული გადასახდელის დასაფინანსებლად. ეს შეზღუდვა არ ეხება ისეთ დაფინანსებას, რომელსაც ახორციელებს დონორი და რომელიც ითვალისწინებს დაფინანსების განსხვავებულ პრინციპს. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6856 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1405264-ekonomikuri-tavisuplebis-shesakheb/2-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1405264-ekonomikuri-tavisuplebis-shesakheb/4.md
