---
title: "მუხლი 4. კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება — ეკონომიკური თავისუფლების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1405264-ekonomikuri-tavisuplebis-shesakheb/4"
law: "ეკონომიკური თავისუფლების შესახებ"
article: "4"
identifier: "4979-რს"
adopted: "2011-07-01"
consolidated_as_of: "2024-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება — ეკონომიკური თავისუფლების შესახებ

> Text consolidated as of 2024-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2024-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1405264-ekonomikuri-tavisuplebis-shesakheb/4

1. დაუშვებელია რეზიდენტი ან/და არარეზიდენტი პირების თავისუფლების შეზღუდვა ვალუტის კონვერტაციასთან, ნებისმიერი სახის ანგარიშის გახსნასთან ან ამ ანგარიშზე ფულადი სახსრების მოძრაობასთან დაკავშირებით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ნებისმიერ პირს აქვს ფულ ადი სახსრების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის შეუზღუდავი უფლება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. საქართველოში კაპიტალის მოძრაობა თავისუფალია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან იმ შემთხვევისა, როდესაც კაპიტალის მოძრაობა დაკავშირებულია სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1405264-ekonomikuri-tavisuplebis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1405264-ekonomikuri-tavisuplebis-shesakheb/4-1.md
