---
title: "მუხლი 12. დავების გადაწყვეტის უფლებამოსილება — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/12"
law: "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ"
article: "12"
identifier: "1666"
adopted: "2002-09-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. დავების გადაწყვეტის უფლებამოსილება — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/12

1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის.

2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/13.md
