---
title: "მუხლი 14. კომისიის წევრი — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/14"
law: "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ"
article: "14"
identifier: "1666"
adopted: "2002-09-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. კომისიის წევრი — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/14

1. კომისიის წევრი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება შესაბამისი კანონით დადგენილი წესით.

2. თუ შესაბამისი კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, კომისიის წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით: ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; ბ) ეთიკის ნორმების დარღვევა; გ) შესაბამისი კანონით დადგენილ ვადაში პროფესიული მოვალეობების შეუსრულებლობა. ამ ვადაში არ შედის  ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში გამოყენებული დღეები; გ 1 ) ამ კანონითა და შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილ დამოუკიდებლობის მოთხოვნათა დარღვევა; გ 2 ) „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამდებობრივი შეუთავსებლობის მოთხოვნების დარღვევა; დ) სასამართლოს მიერ კომისიის წევრის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა; ვ) გადადგომა; ზ) გარდაცვალება.

3. კომისიის წევრს უფლება აქვს, გაასაჩივროს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1584 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3377 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5649 – ვებგვერდი, 27.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2221 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/13-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/15.md
