---
title: "მუხლი 17. ანგარიშის წარდგენა — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/17"
law: "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ"
article: "17"
identifier: "1666"
adopted: "2002-09-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. ანგარიშის წარდგენა — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/17

1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ყოველწლიურად ამზადებს თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს და ატარებს თავისი ხარჯებისა და ბუღალტერიის ანგარიშების ფინანსურ აუდიტს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების აუდიტს ატარებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.

3. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო საჯაროდ აქვეყნებს თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს და ფინანსური აუდიტის შედეგებს. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1859 - სსმ I,  №38, 15.07.2005 წ., მუხ.259 საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3884 - ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2026 წლის 25  ივნისის კანონი №1830 - ვებგვერდი, 02.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/18.md
