---
title: "მუხლი 6. დამოუკიდებლობა — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/6"
law: "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ"
article: "6"
identifier: "1666"
adopted: "2002-09-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. დამოუკიდებლობა — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/6

1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო და კომისიის წევრი თავიანთი საქმიანობის ფარგლებში დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას. მხოლოდ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს აქვს უფლება, განახორციელოს სრული უფლებამოსილება იმ საკითხებზე, რომლებიც მისთვის დელეგირებულია შესაბამისი კანონით.

2. ორმაგი, თანხვდენილი მარეგულირებელი უფლებამოსილება დაუშვებელია.

3. ნებისმიერი პირის ცდა, განახორციელოს იურისდიქცია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს უფლებამოსილების სფეროზე, უკანონოა, ხოლო შედეგებს არა აქვს იურიდიული ძალა.

4. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო შეიძლება გაწევრდეს, ითანამშრომლოს, კონსულტაციები მიიღოს ან სხვაგვარი ურთიერთობა ჰქონდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან (ასოციაციებთან) და ფონდებთან და ადგილობრივ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებთან, რომელთაც აქვთ იგივე ან მსგავსი უფლებამოსილების სფერო, როგორიც ამ მარეგულირებელ ორგანოს.

5. დაუშვებელია, ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ დადოს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3970 - სსმ I,  №48, 22.12.2006წ., მუხ.337 საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/7.md
