---
title: "მუხლი 9. ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/9"
law: "ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ"
article: "9"
identifier: "1666"
adopted: "2002-09-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ნორმატიული აქტების მიღების უფლებამოსილება — ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/9

1. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს სამართლებრივი ხასიათის ზოგადსავალდებულო ქცევის წესები (ნორმატიული აქტები) თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

2. ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტია ეროვნული კომისიის დადგენილება.

3. ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ნორმატიულ აქტებს იღებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2005 წლის 1 ივლისის კანონი №1859 - სსმ I,  №38, 15.07.2005 წ., მუხ.259 საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14062-erovnuli-maregulirebeli-organoebis-shesakheb/10.md
