---
title: "მუხლი 16 — მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14182-mosamartleta-sotsialuri-da-samartlebrivi-datsvis-garantiebis-shesakheb/16"
law: "მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 14182"
adopted: "2002-12-03"
consolidated_as_of: "2009-12-04"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2009-12-08"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16 — მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ

> Text consolidated as of 2009-12-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2009-12-08.
> Cite as: მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2009-12-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14182-mosamartleta-sotsialuri-da-samartlebrivi-datsvis-garantiebis-shesakheb/16

მოსამართლეს სასამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, ასევე იმ მოსამართლეს, რომელსაც 1999 წლის 15 მაისიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტების და 86 1 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდა სამოსამართლო უფლებამოსილება და ამ კანონის ამოქმედებამდე ან მისი ამოქმედების შემდეგ მიაღწია საპენსიო ასაკს და აქვს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით. საქართველოს 2003 წლის 23 ივლისის კანონი №2606 – სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.179 საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2453 - სსმ I, №56, 28.12.2005წ., მუხ.398

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14182-mosamartleta-sotsialuri-da-samartlebrivi-datsvis-garantiebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14182-mosamartleta-sotsialuri-da-samartlebrivi-datsvis-garantiebis-shesakheb/17.md
