---
title: "მუხლი 17 — მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14182-mosamartleta-sotsialuri-da-samartlebrivi-datsvis-garantiebis-shesakheb/17"
law: "მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 14182"
adopted: "2002-12-03"
consolidated_as_of: "2009-12-04"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2009-12-08"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17 — მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ

> Text consolidated as of 2009-12-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2009-12-08.
> Cite as: მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2009-12-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14182-mosamartleta-sotsialuri-da-samartlebrivi-datsvis-garantiebis-shesakheb/17

1. მოსამართლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულოა და იგი ხორციელდება საერთო სასამართლოების ბიუჯეტიდან მოსამართლის უფლებამოსილების ვადით.

2. მოსამართლის სავალდებულო დაზღვევა ხორციელდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტსა და ლიცენზირებულ სადაზღვევო ორგანიზაციას შორის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულებით.

3. ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაცია შეირჩევა კონკურსის საფუძველზე, რომლის პირობებსა და ჩატარების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის საბჭო. თავი III გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14182-mosamartleta-sotsialuri-da-samartlebrivi-datsvis-garantiebis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14182-mosamartleta-sotsialuri-da-samartlebrivi-datsvis-garantiebis-shesakheb/18.md
