---
title: "მუხლი 13. კადრების განკარგულება — სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/13"
law: "სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ"
article: "13"
identifier: "582"
adopted: "2011-07-21"
consolidated_as_of: "2026-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 13. კადრების განკარგულება — სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-07-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/13

1. მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანება კადრების განკარგულებაში შემდეგ შემთხვევებში:
ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას);
ბ) მინისტრის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე.
(
ძალადაკარგულია
ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვის მომენტიდან, თუ არ არსებობს სამსახურიდან გათავისუფლების კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლები) -
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება  №1/4/614,616 -ვებგვერდი,11.10.2016წ.
გ) ამ წესის მე-11  მუხლის 21-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის შერჩევა მათ შორის შეიძლება გულისხმობდეს მოსამსახურის კვალიფიკაციის შემოწმებას ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის შესაბამისად ან/და აღნიშნული კვალიფიკაციის შესაბამისი თანამდებობის არსებობის დადგენას. მოსამსახურეს შეეთავაზება თანამდებობა, თუ არსებობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა.

3. კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დაინიშნოს შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებულ იქნეს სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.

4. რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ.

5. კადრების განკარგულებაში ყოფნისას მოსამსახურეს შეიძლება დაევალოს თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის ან ვაკანტურ თანამდებობაზე ან დროებით შტატზე მოვალეობის შესრულება არაუმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით. დროებით მოვალეობის შესრულების პერიოდში მას მიეცემა კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი/თანამდებობრივი სარგო.

6. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში:
ა) მოსამსახურეებს (გარდა სამოქალაქო პირებისა, რომლებიც დანიშნულები არიან სამოქალაქო თანამდებობაზე) უნარჩუნდებათ არა უმეტეს ორი თვის:
ა.ა) ფულადი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად;
ა.ბ) წელთა ნამსახურობის პროცენტული დანამატი (გარდა სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირებისა);
ა.გ) სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაცია (გარდა სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირებისა);
ბ) სამოქალაქო პირებს, რომლებიც დანიშნულები არიან სამოქალაქო თანამდებობებზე უნარჩუნდებათ არა უმეტეს ერთი თვის თანამდებობრივი სარგოები ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014  წლის 12 თებერვლის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 12.02.2014 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016  წლის 25 ივლისის ბრძანება №45 - ვებგვერდი, 27.07.2016 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016  წლის 29 ივლისის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 01.08.2016 წ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება  №1/4/614,616 -ვებგვერდი,11.10.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/12-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/13-1.md
