---
title: "მუხლი 14. სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლების საფუძვლები — სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/14"
law: "სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ"
article: "14"
identifier: "582"
adopted: "2011-07-21"
consolidated_as_of: "2026-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 14. სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლების საფუძვლები — სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2026-07-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/14

1. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნა ნიშნავს მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და მასთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტას.

2. მოსამსახურე (გარდა სამხედრო მოსამსახურისა) შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს:
ა) პირადი განცხადების/პატაკის საფუძველზე;
ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებების დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;
გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს;
დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
დ
1
) ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
ე) დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად განისაზღვრა სამსახურიდან გათავისუფლება, ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამო;
ვ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;
ზ) მოქალაქეობის შეცვლის ან დაკარგვის გამო;
თ) სხვა დაწესებულებაში/სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით;
ი) სამინისტროს სისტემის სხვა ქვედანაყოფში გადასვლასთან დაკავშირებით;
კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის ან/და ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
ლ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების, გარდაცვლილად გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
მ) გარდაცვალების გამო;
ნ) გამოსაცდელი ვადის ამოწურვის გამო, თუ მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეწონილად არ ჩაითვალა უშუალო ხელმძღვანელის მიერ  გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის პროფესიული უნარ-ჩვევების, პროფესიული შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების საფუძველზე;
ო) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო;
პ) მხარეთა შეთანხმებით, თუ მოსამსახურესთან გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.

4. სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა ხორციელდება თავდაცვის კოდექსით დადგენილი წესით.

5. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მისგან უფლებამოსილი პირი.

6. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, მოსამსახურე სამსახურიდან გათავისუფლდება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 10 ივლისის ბრძანება №48 - ვებგვერდი, 11.07.2014 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 24 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 24.01.2025წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 02.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/13-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/15.md
