---
title: "მუხლი 5¹. სოციალური დაცვა — სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/5-1"
law: "სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ"
article: "5^1"
identifier: "582"
adopted: "2011-07-21"
consolidated_as_of: "2026-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5¹. სოციალური დაცვა — სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ, მუხლი 5¹ (consolidated as of 2026-07-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/5-1

1. სამინისტროს მოსამსახურის, მათ შორის, დაჭრილი ან დაშავებული მოსამსახურის და მინისტრის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული მათი ოჯახის წევრთა ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ რეაბილიტაციას უზრუნველყოფს სამინისტრო.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული მოსამსახურე რეაბილიტაციის დროს:
ა) განთავსდება მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო განყოფილებაში;
ბ) აყვანილი იქნება შესაბამის კვების კმაყოფაზე;
გ) უზრუნველყოფილია ტრანსპორტირებით;
დ) სარგებლობს მისთვის დაწესებული ყველა სოციალური გარანტიით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №68 - ვებგვერდი, 09.11.2021წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 18 სექტემბრის ბრძანება №77 - ვებგვერდი, 19.09.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 16 დეკემბრის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 17.12.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 15 ივლისის ბრძანება №55 - ვებგვერდი, 15.07.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/6.md
