---
title: "მუხლი 5. კვების კმაყოფა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები — სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/5"
law: "სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ"
article: "5"
identifier: "582"
adopted: "2011-07-21"
consolidated_as_of: "2026-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 5. კვების კმაყოფა და შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხები — სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-07-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/5

1. მოსამსახურის კვების კმაყოფაზე აყვანისა და კმაყოფიდან მოხსნის, ასევე კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის გაცემის პროცედურები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.

2. მოსამსახურეს შრომის ანაზღაურება მიეცემა თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან, სამსახურიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. მოსამსახურეზე წოდებრივი სარგო (სამხედრო მოსამსახურე, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი), თანამდებობრივი სარგო, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია და სათანადო სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული დანამატები/გასაცემლები არ გაიცემა:
ა) არასაპატიო მიზეზით სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობისას;
ბ) სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისას, გარდა:
ბ.ა) შვებულების დროს;
ბ.ბ) დროებითი შრომისუუნარობის დროს, რაც დასტურდება შესაბამისი საავადმყოფო ფურცლის საფუძველზე;
ბ.გ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსებისას, თუ მოსამსახურეს აღარ შეუძლია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 23 მარტის ბრძანება №221 - ვებგვერდი, 23.03.2012 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 12 თებერვლის ბრძანება №9 - ვებგვერდი, 12.02.2014 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №94 - ვებგვერდი, 13.12.2018 წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 15 ნოემბრის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 18.11.2024წ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 2 ივნისის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 02.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/5-1.md
