---
title: "მუხლი 7¹. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებზე  დროებითი ფუნქცია-მოვალეობის  დაკისრება — სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/7-1"
law: "სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ"
article: "7^1"
identifier: "582"
adopted: "2011-07-21"
consolidated_as_of: "2026-07-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 7¹. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეებზე  დროებითი ფუნქცია-მოვალეობის  დაკისრება — სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ

> Text consolidated as of 2026-07-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ, მუხლი 7¹ (consolidated as of 2026-07-15), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/7-1

1. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურის სამსახურში არყოფნის ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამოცემს ინდივიდიუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრების თაობაზე.

2. მოსამსახურეზე დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრების ვადას განსაზღვრავს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.

3. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეზე დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. სამხედო პოლიციის მოსამსახურეზე 1 თვეზე მეტი ვადით დროებითი ფუნქცია-მოვალოების დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.

5. დაუშვებელია მოსამსახურეზე ისეთი დროებითი ფუნქცია-მოვალეობის დაკისრება, რომელიც არ შეესაბამება მის კომპეტენციასა და კვალიფიკაციას.

6. მოსამსახურისათვის ამ მუხლით გათვალისწინებული დროებითი ფუნქცია-მოვალეობების დაკისრებისათვის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება  მოქმედი კანონმდებლობით.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 16 მარტის ბრძანება №26 - ვებგვერდი, 16.03.2018 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1423349-samkhedro-politsiis-tanamshromelta-samsakhuris-gavlis-wesis-shesakheb/8.md
