---
title: "მუხლი 10. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდისა და რეკლამის აკრძალვა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/10"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "10"
identifier: "1831"
adopted: "2002-12-05"
consolidated_as_of: "2012-05-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-07-07"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდისა და რეკლამის აკრძალვა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2012-05-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-07-07.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2012-05-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/10

1. საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების პროპაგანდა და რეკლამა – ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შექმნის, მოხმარებისა და გამოყენების მეთოდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ამ მიზნით წიგნების, ბროშურებისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის, ინტერნეტის გამოყენება, გარდა სპეციალიზებული პროფესიული ლიტერატურისა.

2. აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების მომზადების პირობების და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება.

3. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესახებ ინფორმაციის გავრცელება რეგულირდება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების ნიმუშების გავრცელება ნებადართულია მხოლოდ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
თავი II
ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვისა და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო მართვის ორგანიზაციული საფუძვლები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/11.md
