---
title: "მუხლი 12. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვისა და ნარკოლოგიური დახმარების კონტროლი — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/12"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "12"
identifier: "1831"
adopted: "2002-12-05"
consolidated_as_of: "2012-05-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-07-07"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ლეგალური ბრუნვისა და ნარკოლოგიური დახმარების კონტროლი — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2012-05-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-07-07.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2012-05-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/12

1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესების შესრულებასა და ნარკოლოგიური დახმარების კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით.

2. ნარკოლოგიური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ნარკოლოგიური დახმარების კონტროლის მიზნით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „ნარკოლოგიის ეროვნული ცენტრი“, რომელიც მეთოდურ ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს ნარკოლოგიური მომსახურებისა და დახმარების განმახორციელებელ დაწესებულებებს (განურჩევლად დაქვემდებარებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა).
საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2556 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.181

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/13.md
