---
title: "მუხლი 18. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეპარატების წარმოება — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/18"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "18"
identifier: "1831"
adopted: "2002-12-05"
consolidated_as_of: "2012-05-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-07-07"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეპარატების წარმოება — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2012-05-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-07-07.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2012-05-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/18

1. საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების წარმოება.

2. შესაბამისი ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირს უფლება აქვს აწარმოოს:
ა) IV სიაში მითითებული, ფარმაცევტული წარმოებისათვის ნებადართული ფსიქოტროპული ნივთიერებები;
ბ) პრეპარატები, რომლებიც შეიცავს III სიაში მითითებულ, ფარმაცევტულ საქმიანობაში გამოყენებისათვის ნებადართულ ნარკოტიკულ საშუალებებს, და მზა პროდუქციის სახით არ იქნება შეტანილი ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალში.

3. საქართველოში წარმოებისათვის ნებადართული პრეპარატების შემადგენლობაში III სიაში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების ზღვრულ ოდენობებს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/19.md
