---
title: "მუხლი 20. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შენახვა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/20"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "20"
identifier: "1831"
adopted: "2002-12-05"
consolidated_as_of: "2012-05-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-07-07"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შენახვა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2012-05-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-07-07.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2012-05-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/20

1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შენახვის უფლება აქვს:
ა) ფიზიკურ პირს – პირადი მოხმარებისათვის, სამკურნალო მიზნით;
ბ) შესაბამისი ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირს, ხოლო მხოლოდ პრეკურსორისა – ინდივიდუალურ მეწარმეს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მიზნითა და წესით;
გ) უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების შენახვის უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო დაწესებულებას.

2. შესაბამისი ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირს უფლება აქვს შეინახოს ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების, ხოლო ინდივიდუალურ მეწარმეს – მხოლოდ პრეკურსორების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა მათი საქმიანობისათვის.

3. საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებების საბაჟო საწყობში შენახვა საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5960 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/21.md
