---
title: "მუხლი 25. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადაზიდვა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/25"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "25"
identifier: "1831"
adopted: "2002-12-05"
consolidated_as_of: "2012-05-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-07-07"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადაზიდვა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2012-05-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-07-07.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2012-05-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/25

1. ლეგალური ბრუნვისათვის დაშვებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადაზიდვის უფლება აქვს მათ გამოყენებაზე შესაბამისი ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირს.

2. იურიდიული პირის მიერ ნარკოტიკული საშუალებების გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ პოლიციის დაცვის თანხლებით.

3. ნარკოტიკული საშუალებების გადაზიდვის დროს პოლიციის მიერ დაცვის განხორციელებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების წესს ამტკიცებენ საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები.

4. ფიზიკურ პირს უფლება აქვს გადაზიდოს ნარკოტიკული საშუალება მისი შეძენის დამადასტურებელ, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტთან ერთად. ასეთი დოკუმენტის ფორმას და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/26.md
