---
title: "მუხლი 27. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების რეცეპტის გამოსაწერი სპეციალური ბლანკის შეკვეთა, დამზადება, შეძენა, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და რეცეპტის გამოწერა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/27"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "27"
identifier: "1831"
adopted: "2002-12-05"
consolidated_as_of: "2012-05-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-07-07"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების რეცეპტის გამოსაწერი სპეციალური ბლანკის შეკვეთა, დამზადება, შეძენა, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და რეცეპტის გამოწერა — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2012-05-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-07-07.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2012-05-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/27

1. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების რეცეპტის გამოწერა ნებადართულია მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ სპეციალურ ბლანკზე.

2. რეცეპტის გამოსაწერი სპეციალური ბლანკის შეკვეთის, დამზადების, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და რეცეპტის გამოწერის წესებს ამტკიცებს და ამ წესების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3. იმ სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალს, რომელთა რეცეპტიც სპეციალურ ბლანკზე უნდა გამოიწეროს, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

4. შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელ ექიმს უფლება აქვს სპეციალურ ბლანკზე გამოწეროს III და IV სიებში მითითებული, საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალებების რეცეპტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/28.md
