---
title: "მუხლი 30. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენება სამედიცინო მიზნით — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/30"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "30"
identifier: "1831"
adopted: "2002-12-05"
consolidated_as_of: "2012-05-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-07-07"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 30. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენება სამედიცინო მიზნით — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2012-05-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-07-07.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 30 (consolidated as of 2012-05-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/30

1. სამედიცინო მიზნით ნებადართულია III და IV სიებში მითითებული, საქართველოში რეგისტრირებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენება.

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს სამკურნალო დანიშნულების იმ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩამონათვალსა და რაოდენობას, რომელთა გამოყენებაც პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტში, მათ შორის, საერთაშორისო რეისების შესრულებისას.

3. ნებისმიერი ტრანსპორტით საერთაშორისო რეისების შესრულებისას ან საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებისას, შესაბამისად მგზავრთა და მონაწილეთათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით ნებადართულია სამკურნალო დანიშნულების ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საერთაშორისო ნორმებით განსაზღვრული რაოდენობით გადაზიდვა საქართველოს ტერიტორიის გავლით. აღნიშნული პროცესი არ განიხილება როგორც შემოტანა, გატანა ან ტრანზიტი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარებისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შესაბამის დოკუმენტს, რომელიც საქართველოს საგადასახადო ორგანოებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გატარების საფუძველია.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4267 - სსმ I, №51, 31.12.2006 წ., მუხ.426
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/31.md
