---
title: "მუხლი 31. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენება ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფის მკურნალობისათვის — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/31"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "31"
identifier: "1831"
adopted: "2002-12-05"
consolidated_as_of: "2012-05-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-07-07"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენება ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფის მკურნალობისათვის — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2012-05-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-07-07.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2012-05-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/31

1. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალ ავადმყოფს უფლება აქვს, მკურნალობის მიზნით თან იქონიოს ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები სათანადო სამედიცინო და საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებთან ერთად.

2. თუ ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას, მაგრამ მკურნალობის გასაგრძელებლად საჭიროებს ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, მაშინ ამ სამკურნალო საშუალებებით ავადმყოფის უზრუნველყოფა ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმ I, №66, 03.12.2010 წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5960 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/32.md
