---
title: "მუხლი 4. პრეპარატების კონტროლის რეჟიმი — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/4"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "4"
identifier: "1831"
adopted: "2002-12-05"
consolidated_as_of: "2012-05-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-07-07"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. პრეპარატების კონტროლის რეჟიმი — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2012-05-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-07-07.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2012-05-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/4

1. პრეპარატებზე ვრცელდება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების მიმართ ამ კანონით წაყენებული ყველა მოთხოვნა და მათზე დაწესებულია კონტროლის ისეთივე რეჟიმი, როგორიც მათ შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. ნებადართულია კონტროლის რეჟიმის შერბილება ან მოხსნა საქართველოში რეგისტრირებულ პრეპარატებზე, თუ ისინი არ მოიხმარება უკანონოდ ან მცირეა მათი ბოროტად გამოყენების რისკი ან ტექნიკური საშუალებების გარეშე შეუძლებელია მათგან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმ ოდენობით გამოყოფა, რომლითაც შეიქმნება ამ ნივთიერებების უკანონო ბრუნვის საშიშროება, და ისინი თავისი შემადგენლობით ან სავაჭრო დასახელებით არ არის შეტანილი სიებში.

3. ნებადართულია კონტროლის რეჟიმის გამკაცრება ფსიქოაქტიური მოქმედების იმ სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან და არ შეიცავენ ამ კანონით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, მაგრამ მათი მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან/და ართულებს ქვეყანაში შექმნილ ნარკოვითარებას.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხასა და ბრუნვის წესებს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2556 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.181

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/5.md
