---
title: "მუხლი 8. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახელმწიფო კვოტები — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/8"
law: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ"
article: "8"
identifier: "1831"
adopted: "2002-12-05"
consolidated_as_of: "2012-05-22"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2012-07-07"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახელმწიფო კვოტები — ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

> Text consolidated as of 2012-05-22. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2012-07-07.
> Cite as: ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2012-05-22), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/8

1. საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახელმწიფო კვოტებს ყოველწლიურად განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და დასამტკიცებლად წარუდგენს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტს.

1¹. სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ხელმისაწვდომობას საჭირო რაოდენობითა და ფორმით , სამედიცინო , სამეცნიერო და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა მიზნებისათვის , საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად .

2. იურიდიული პირები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მის მიერ დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით, ყოველწლიურად წარუდგენენ ინფორმაციას ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4720 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.150

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14266-narkotikuli-sashualebebis-psikotropuli-nivtierebebis-prekursorebisa-da/9.md
