---
title: "მუხლი 49. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/49"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "49"
identifier: "matsne 1427972"
adopted: "2006-12-13"
consolidated_as_of: "2010-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2010-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 49 (consolidated as of 2010-01-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/49

1. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას/მისამართს;
ბ) მიწის ნაკვეთის დანიშნულებას;
გ) მიწის ნაკვეთის ფართობს;
დ) საზღვრების გვერდების ზომებს (თუ მათი გამოსახვა არის შესაძლებელი);
ე) შენობა-ნაგებობის რიგით ნომერს, დანიშნულებას, მდგომარეობას (მშენებარე, აშენებული), სართულიანობას და განაშენიანების ფართობს;
ვ) უფლებრივი შეზღუდვის ან/და დატვირთვის საზღვრებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ჩრდილოეთის მიმართულების მაჩვენებელ ნიშანს;
თ) საკადასტრო აღწერის თარიღს;
ი) პირობით ნიშნებს.

2. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი რეკომენდებულია წარმოდგენილ იქნეს შემდეგ მასშტაბში: 1:500, 1:1000, 1:2000 ან 1:5000.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/50.md
