---
title: "მუხლი 51. ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/51"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "51"
identifier: "matsne 1427972"
adopted: "2006-12-13"
consolidated_as_of: "2010-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2010-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 51 (consolidated as of 2010-01-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/51

1. ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ინდივიდუალური საკუთრების საგნის ადგილმდებარეობას/მისამართს;
ბ) ინდივიდუალური საკუთრების საგნის დანიშნულებას და მდგომარეობას (მშენებარე ან აშენებული);
გ) ინდივიდუალური საკუთრების საგნის ფართობს;
დ) შიდა სასაზღვრე გვერდების ზომებს (თუ მათი გამოსახვა არის შესაძლებელი);
ე) საკადასტრო აღწერის თარიღს.

2. ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი რეკომენდებულია წარმოდგენილ იქნეს 1:100 – 1:500 მასშტაბში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471
თავი VII.
(ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/52.md
