---
title: "მუხლი 55. დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/55"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "55"
identifier: "matsne 1427972"
adopted: "2006-12-13"
consolidated_as_of: "2010-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2010-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 55 (consolidated as of 2010-01-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/55

1. დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს როგორც სარეგისტრაციო წარმოების ერთ-ერთი მხარე.

2. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობა მიიღოს წარმომადგენლის, ხოლო ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების არსებობის შემთხვევაში
_
ასევე განცხადების წარმომდგენის მეშვეობით.

3. თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს წარმომადგენლის ან განცხადების წარმომდგენის მეშვეობით, მარეგისტრირებელი ორგანო სარეგისტრაციო წარმოების ყველა საკითხზე ურთიერთობს მათთან.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/56.md
