---
title: "მუხლი 57. სარეგისტრაციო წარმოების დაწყება — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/57"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "57"
identifier: "matsne 1427972"
adopted: "2006-12-13"
consolidated_as_of: "2010-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 57. სარეგისტრაციო წარმოების დაწყება — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2010-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 57 (consolidated as of 2010-01-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/57

1. სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია:
ა) დაინტერესებული პირის განცხადება;
ბ) მარეგისტრირებელი ორგანოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტით დაკისრებული ვალდებულება – მიიღოს გადაწყვეტილება.

2. სარეგისტრაციო წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება დაინტერესებული პირის განცხადების, ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ პირობითი განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.

3. პირობითი განცხადების მიმართ არ მოქმედებს ამ ინსტრუქციის ის ნორმები, რომლებიც თავისი არსით სავალდებულოა მხოლოდ დაინტერესებული პირის განცხადების მიმართ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/56.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/58.md
