---
title: "მუხლი 8. მარეგისტრირებელი ორგანოს სისტემა და რეგისტრაციის ადგილი — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/8"
law: "უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "8"
identifier: "matsne 1427972"
adopted: "2006-12-13"
consolidated_as_of: "2010-01-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. მარეგისტრირებელი ორგანოს სისტემა და რეგისტრაციის ადგილი — უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2010-01-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 8 (consolidated as of 2010-01-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/8

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) რეგისტრაციას აწარმოებს ტერიტორიული ორგანოების – სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – უშუალოდ.

2. მარეგისტრირებელ ორგანოში რეესტრის წარმოებასა და ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილ თანამშრომელთა ნუსხა და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრის წარმოების მიზნით, საქართველოს ტერიტორია იყოფა სარეგისტრაციო ზონებად. სარეგისტრაციო ზონის ფორმირების პირობებს, სტრუქტურას და საზღვრებს ამტკიცებს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

4. სარეგისტრაციო სამსახური რეგისტრაციას აწარმოებს სარეგისტრაციო ზონის შესაბამისად.

5. ცალკე უფლების ობიექტზე, რომელიც განლაგებულია ერთი სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, რეგისტრაცია წარმოებს იმავე ზონის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.

6. ცალკე უფლების ობიექტზე, რომელიც განლაგებულია რამდენიმე სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის მიერ შერჩეულ სარეგისტრაციო ზონის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში. ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის მწარმოებელი სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ინფორმაცია გადააგზავნოს ყველა იმ ზონის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში, რომელზეც განლაგებულია ცალკე უფლების ობიექტი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1427972-udzrav-nivtebze-uplebata-registratsiis-shesakheb-instruktsiis-damtkits/9.md
