---
title: "მუხლი 13. რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილი დოკუმენტაციის მიღება და განხილვა — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/13"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "13"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 13. რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილი დოკუმენტაციის მიღება და განხილვა — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/13

1. პირის რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ვალდებულნი არიან:
ა) განმცხადებლის მიერ ზეპირად ან/და წერილობით მიწოდებული ინფორმაცია ასახონ განცხადება-ანკეტის ფორმაში, რომელსაც ხელს აწერს განმცხადებელი (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში);
ბ) სამახსოვრო ბარათი, მასში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების და შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე ნების გამოხატვის დადასტურების მიზნით, ხელმოსაწერად (ხელმოწერის შესაძლებლობის შემთხვევაში) გადასცენ განმცხადებელს;
გ) ჩაიბარონ განმცხადებლის მიერ ხელმოწერილი სამახსოვრო ბარათი და რეგისტრაციისათვის აუცილებელი სხვა დოკუმენტები;
დ) ვიზუალური დათვალიერებით დაადგინონ ხომ არ შეიცავს წარდგენილი დოკუმენტები ჩანაწერების, ბეჭდების, შტამპების, ხელმოწერების შესაძლო გადაკეთებისა და გაყალბების, ან ფოტოსურათების შეცვლის ნიშნებს. ამ წესის 50-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაამოწმონ დოკუმენტის კანონიერება, დაადგინონ, ერიცხება თუ არა წარდგენილი დოკუმენტი ორგანოს, რომელიც მის გამცემადაა დასახელებული;
ე) საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დაადგინონ პირის მოქალაქეობა;
ვ) დაინტერესებული პირის პირადობის დადასტურების ან მოქალაქეობრივი კუთვნილების დადგენის საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის გამოთხოვისათვის საკმარისი მონაცემების არსებობისას, გამოითხოვონ ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებიდან;
ზ) პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების და დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ განახორციელონ პირის რეგისტრაცია და მიანიჭონ პირადი ნომერი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს უკვე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი;
თ) ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტითა და მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წერილობით გააფრთხილონ მოწმეები, რომ მათი მხრიდან ცრუ ინფორმაციის მიწოდება ისჯება სისხლის სამართლის წესით. მოწმემ ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ გაეცნო და ეთანხმება გაფრთხილების ტექსტს;
ი) საცხოვრისის მესაკუთრეს, მის მიერ განცხადების შეტანიდან 10 დღის ვადაში, გადასცეს იმ პირთა სია, რომლებიც ამ საცხოვრისში არიან რეგისტრირებული.

1¹. პირის რეგისტრაციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია სხვა წყაროებიდან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დაათვალიეროს ის საცხოვრებელი ადგილი, სადაც მოთხოვნილია რეგისტრაცია, რის შესახებაც დგება შესაბამისი ოქმი.

2. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში პირის მონაცემების (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა, მისამართი) შეტანა ხდება ამ წესის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. განცხადება-ანკეტის ფორმებს, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით, ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე, ხოლო სამახსოვრო ბარათის ფორმებს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №170 - ვებგვერდი, 21.09.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 7 მარტის ბრძანება №896 - ვებგვერდი, 07.03.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/14.md
