---
title: "მუხლი 19. რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლები — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/19"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "19"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 19. რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლები — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/19

1. პირი რეგისტრაციიდან მოხსნას ექვემდებარება:
ა) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას;
ბ) გარდაცვალებისას;
გ) თუ რეგისტრაციის ადგილის დაზუსტების მიზნით ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების მიუხედავად, პირი ვერ იქნება იდენტიფიცირებული კონკრეტულ მისამართზე;
დ) თუ ამ წესის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული პირი აღარ ირიცხება შესაბამის დაწესებულებაში;
ე) პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში;
ვ) საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შემთხვევაში;
ზ) დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში;
თ) გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის შემთხვევაში;
ი) მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში;
კ) ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც პირის რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი;
ლ) თუ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების გაგზავნიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში პირმა სააგენტოში არ წამოადგინა პასუხი და ამავდროულად წარმოებით არ დგინდება მისამართზე მისი ცხოვრების ფაქტი;
მ) ახალი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეცვლისას.

2. უცხოელი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რეგისტრაციიდან შეიძლება აგრეთვე მოიხსნას პირადი განცხადების საფუძველზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №91 - ვებგვერდი, 11.08.2015 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №295 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 16 ივლისის ბრძანება №583 - ვებგვერდი, 16.07.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/20.md
