---
title: "მუხლი 31². გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/31-2"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "31^2"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 31². გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 31² (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/31-2

1. თუ გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდით სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის და მისი მფლობელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს, ამ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვისა და QR კოდით ხელმისაწვდომობის მოთხოვნით პირმა უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მიმართოს ამ წესის 28-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში გადაამოწმოს ამ წესის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ​ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

3. დაინტერესებულ პირს სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ასახვაზე უარი უნდა ეთქვას, თუ:
ა) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არ იძებნება ინფორმაცია პირის შესახებ;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პირი არ არის რეგისტრირებული, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი;
გ) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების თანახმად, პირს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს;
დ) შეჩერებულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება.

4. სააგენტო სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვასა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №161 - ვებგვერდი, 11.09.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1114 - ვებგვერდი, 02.10.2025 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1119 - ვებგვერდი, 31.10.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/31-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/31-3.md
