---
title: "მუხლი 34. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული პირისათვის გადაცემა — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/34"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "34"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 34. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული პირისათვის გადაცემა — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/34

1. დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გადაეცემა:
ა) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელ პირს პირადად 14 წლის ასაკიდან;
ბ) კანონიერ წარმომადგენელს, თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაცემულია არასრულწლოვანი პირზე, გარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირისა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე;
ბ 1 ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;
ბ 2 ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შემთხვევაში;
გ) (ამოღებულია - 13.06.2012 წ, №98)
დ) ფოსტის მეშვეობით, განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე. საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება დაინტერესებულ პირს. დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ფოსტის მეშვეობით გაგზავნისას, საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება სააგენტოს;
ე) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ასევე მოთხოვნის წარმდგენ პირს;
ვ) ამ წესის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელების შემთხვევაში, განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მიტანით.

2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გადაცემის/გაგზავნის კონკრეტული საშუალების გამოყენების თაობაზე უნდა მიეთითოს შესაბამისი მომსახურების გაწევის თაობაზე წარდგენილ მოთხოვნაში.

3. დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გადაცემა/გაგზავნა ხდება კონვერტში მოთავსებული ფორმით.

4. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების გადაცემასა და აქტივაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

5. (ამოღებულია - 28.06.2018, №312).

6. (ამოღებულია - 28.06.2018, №312).

7. (ამოღებულია - 28.06.2018, №312).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 28 ივნისის ბრძანება №312 - ვებგვერდი, 29.06.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/35.md
