---
title: "მუხლი 37. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაუქმება — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/37"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "37"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 37. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაუქმება — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/37

1. გაცემული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უქმდება:
ა) თუ დაინტერესებულმა პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიბარა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა;
ბ) თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის ამ წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერებულია მისი დაკარგვის საფუძველზე;
გ) თუ პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები, რაც გამოვლინდა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემდეგ;
დ) პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელქტრონული მოწმობის შემთხვევაში, მხოლოდ გარდაცვალების ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნისას;
ე) ახალი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ცვლილების შემთხვევაში ან თუ შეწყდა გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედება;
ვ) თუ პირს შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა საერთაშორისო დაცვის ფარგლებში მისთვის მინიჭებული სტატუსი;
ზ) თუ შვილად აყვანის რეგისტრაციისას შეიცვალა შვილად აყვანილი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი ან/და დაბადების ადგილი;
თ) თუ პირისათვის მამობის დადგენის რეგისტრაციისას შეიცვალა ამ პირის სახელი ან/და გვარი;
ი) თუ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის შემდეგ, შესაძლებელი გახდა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შესაბამის პირზე გაცემა;
კ) დაკარგვის საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, მისი დაკარგვის დადასტურების თაობაზე დაინტერესებული პირის პირადი განცხადებით;
ლ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში რეგისტრაციის არმქონე პირის გარდაცვალებისას (თუ გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია მიღებულია ამ წესის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით) ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას.

1¹. ამ წესის 35-ე მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ არ გამოვლინდა დოკუმენტის გაუქმების სხვა საფუძველი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლისას ძველი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უქმდება:
ა) დაინტერესებული პირისათვის ახალი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გადაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დადგომისთანავე;
ბ) დამზადებული დოკუმენტის გადაცემისას, თუ გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დადგომამდე პირმა ისარგებლა დაჩქარებული მომსახურებით.

2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაუქმებისას ხორციელდება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ანულირება (მისი წარმოდგენის შემთხვევაში) და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი აღნიშვნის გაკეთება გაუქმების საფუძვლის მითითებით.

3. სტუდენტის და/ან გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა არ იწვევს მისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაუქმებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 10 ივლისის ბრძანება №745 - ვებგვერდი, 10.07.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.
თავი IV.
პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/38.md
