---
title: "მუხლი 41¹. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ზოგიერთი რეკვიზიტის შევსების/დატანის თავისებურებანი — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/41-1"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "41^1"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 41¹. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას ზოგიერთი რეკვიზიტის შევსების/დატანის თავისებურებანი — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 41¹ (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/41-1

1. თუ პასპორტში/სამგზავრო პასპორტში/სამგზავრო დოკუმენტში შეუძლებელია სახელის/გვარის სრულად დატანა მისი სიგრძის გამო, დასაშვებია სახელი/გვარი დატანილ იქნეს შემოკლებით, რაც გულისხმობს სიმბოლოების ჩამოცილებას სიტყვის ბოლოში. ორწევრიანი ან მრავალწევრიანი (კომპონენტიანი) სახელის/გვარის შემთხვევაში, დასაშვებია სახელის/გვარის ყველა წევრის (კომპონენტის) შემოკლება.

2. პასპორტში/სამგზავრო პასპორტში/სამგზავრო დოკუმენტში ორი ან მრავალწევრიანი სახელის/გვარის შემთხვევაში შემოკლება უნდა განხორციელდეს ისე, რომ სახელის/გვარის ყველა წევრის (კომპონენტის) გარკვეული ნაწილი მაინც აღინიშნოს. ნებისმიერ შემთხვევაში, შემოკლებული სახელის/გვარის ან მისი კომპონენტის ბოლოში უნდა დაისვას წერტილი, რომელიც შემოკლებაზე მიუთითებს.

3. შემოკლების დროს შესაძლებელია გონივრულობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნეს პასპორტის/სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის მფლობელის სურვილი იმის თაობაზე, თუ სახელში/გვარში რომელი წევრი (კომპონენტი) შემოკლდეს და რამდენად შემოკლდეს.

4. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას დასაშვებია სახელის/გვარის მხოლოდ ქართული ჩანაწერის შემოკლება.

5. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული თავისებურებებისა, პასპორტში/სამგზავრო პასპორტში/სამგზავრო დოკუმენტში სხვა რეკვიზიტები მიეთითება/ივსება ამ წესის 31-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1114 - ვებგვერდი, 02.10.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/42.md
