---
title: "მუხლი 44. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული პირისათვის გადაცემა — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/44"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "44"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 44. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული პირისათვის გადაცემა — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/44

1. დამზადებული პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გადაეცემა:
ა) პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ პირს პირადად 14 წლის ასაკიდან;
ბ) კანონიერ წარმომადგენელს, თუ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი გაცემულია არასრულწლოვანი პირის, გარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირისა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის სახელზე;
ბ 1 ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;
გ) განცხადება-ანკეტაში მითითებულ ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს ან სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირს ;
დ) ფოსტის მეშვეობით განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე. საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება დაინტერესებულ პირს. დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის ფოსტის მეშვეობით გაგზავნისას, საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება სააგენტოს;
ე) ამ წესის 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოთხოვნის წარმდგენ პირს;
ვ) ამ წესის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელების შემთხვევაში, განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მიტანით.

2. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გადაცემის/გაგზავნის კონკრეტული შესაძლებლობის გამოყენების თაობაზე უნდა მიეთითოს შესაბამისი მომსახურების გაწევის თაობაზე წარდგენილ მოთხოვნაში. პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი მის მფლობელ პირს პირადად ან სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირის მეშვეობით შეიძლება გადაეცეს მოთხოვნაში აღნიშნულის თაობაზე მითითების არარსებობის შემთხვევაშიც.

3. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის დაინტერესებული პირისათვის გადაცემის შემთხვევაში (გარდა ფოსტის მეშვეობით გადაცემის შემთხვევისა), აღნიშნული პირი შესაბამისი დოკუმენტის მისთვის გადაცემის ფაქტს ადასტურებს პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემის თაობაზე განცხადება-ანკეტაზე ხელმოწერით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის ბრძანება №272 - ვებგვერდი, 05.01.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/45.md
