---
title: "მუხლი 45. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/45"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "45"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 45. პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლა — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 45 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/45

1. პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:
ა) სახელის, გვარის გამოცვლისას;
ბ) ჩანაწერებში უზუსტობის დადგენისას;
გ) ვიზებისათვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;
დ) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

1¹. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პირი უფლებამოსილია პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი შეცვალოს, თუ დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები.

2¹. დაკარგვის საფუძვლით პასპორტის შეცვლის დროს მოთხოვნას თან უნდა დაერთოს სამართალდამცავი ან სხვა კომპეტენტური ორგანოსათვის ამ გარემოების თაობაზე შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით მიმართვის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები.

3. ნაპოვნი პასპორტი ბარდება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. აღნიშნულ შემთხვევაში ნაპოვნი პასპორტი, თუ ის არ არის გაცემული შესაბამისი დაწესებულების მიერ, ეგზავნება შესაბამისად მის გამცემ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ნაპოვნი პასპორტი ნადგურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. შესაცვლელი პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს მოქმედ ვიზას უქმდება და ახალ დოკუმენტთან ერთად ანულირების გარეშე უბრუნდება მფლობელს.

5. შეცვლილი პასპორტი ანულირების შემდეგ, ახალ პასპორტთან ერთად უბრუნდება მფლობელს. შეცვლილი პასპორტის ანულირებისათვის აუცილებელია მისი პერფორაცია (გახვრეტა) მთელ სისქეზე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №446 - ვებგვერდი, 16.10.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/46.md
