---
title: "მუხლი 46. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაუქმება — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/46"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "46"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 46. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაუქმება — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/46

1. გაცემული პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი უქმდება, თუ:
ა) დაინტერესებულმა პირმა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიბარა შესაბამისი დამზადებული დოკუმენტი;
ბ) სააგენტოსთვის ცნობილი გახდა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის შეცვლის საფუძვლების არსებობის შესახებ;
გ) პირმა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები, რაც გამოვლინდა შესაბამისი დოკუმენტის გაცემის შემდეგ;
დ) პირს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედება ან გაუუქმდა, შეუწყდა ან ჩამოერთვა ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სტატუსი;
ე) გავიდა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების ვადა (სააგენტოს მიერ ასეთი ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში);
ვ) დაინტერესებულმა პირმა პირადი განცხადებით მოითხოვა პასპორტის, სამგზავრო პასპორტის ან სამგზავრო დოკუმენტის გაუქმება;
ზ) თუ შვილად აყვანის რეგისტრაციისას შეიცვალა შვილად აყვანილი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი ან/და დაბადების ადგილი;
თ) თუ პირისათვის მამობის დადგენის რეგისტრაციისას შეიცვალა ამ პირის სახელი ან/და გვარი;
ი) პირის გარდაცვალებისას ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას, თუ გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია მიღებულია ამ წესის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

2. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაუქმებისათვის აუცილებელია მათი ანულირება (წარმოდგენის შემთხვევაში) და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში გაუქმების თაობაზე შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება.

3. პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან ბინადრობის ნებართვის მოქმედება ვალდებულია ჩააბაროს პასპორტი/სამგზავრო პასპორტი/სამგზავრო დოკუმენტი სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

4. ქორწინების რეგისტრაციის შედეგად გვარის შეცვლის შემთხვევაში, გაცემული პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი უქმდება 5 (ხუთი) სამუშაო დღის გასვლის შემდეგ.

5. არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობის უკან გახმობის უფლება აქვს, შესაბამისად, ერთ-ერთ კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოში მყოფ არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე გაცემული პასპორტი დაუყოვნებლივ უქმდება.

6. ამ წესის 45-ე მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პასპორტის, სამგზავრო პასპორტის/სამგზავრო დოკუმენტის შეცვლისას, გარდა 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გაცემული პასპორტისა, თუ არ გამოვლინდა დოკუმენტის გაუქმების სხვა საფუძველი, ძველი პასპორტი/სამგზავრო პასპორტი/სამგზავრო დოკუმენტი უქმდება:
ა) დაინტერესებული პირისათვის ახალი პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გადაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დადგომისთანავე;
ბ) დამზადებული პასპორტის, სამგზავრო პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გადაცემისას, თუ გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დადგომამდე პირმა ისარგებლა დაჩქარებული მომსახურებით.

7. ამ წესის 45-ე მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით 39-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად გაცემული პასპორტის შემთხვევაში, თუ არ გამოვლინდა დოკუმენტის გაუქმების სხვა საფუძველი, ძველი პასპორტი უქმდება ახალი პასპორტის გაცემისას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №162 - ვებვერდი, 09.08.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.
თავი V.
(ამოღებულია)

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/47.md
