---
title: "მუხლი 53. პერსონალიზაციისათვის გამოსაყენებელი ტექნოლოგია — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/53"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "53"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 53. პერსონალიზაციისათვის გამოსაყენებელი ტექნოლოგია — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 53 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/53

1. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაცია ხდება სპეციალური კომპიუტერული ტექნიკისა და საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით.

2. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის პერსონალიზაციისათვის გამოყენებული ტექნიკა, ამ დოკუმენტების ბეჭდვის, მფლობელთა ფოტოგამოსახულების სკანირებისა და შესაბამისი პერსონიფიცირებული მონაცემების დამახსოვრების პარალელურად, უნდა უზრუნველყოფდეს ყოველი გახარჯული მკაცრი აღრიცხვის ფორმის (ბლანკის) აღრიცხვას, საიდენტიფიკაციო და საპასპორტო მონაცემების (მათ შორის, ფოტოგამოსახულების) ძებნას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, სტატისტიკური და საცნობარო ხასიათის დოკუმენტების ოპერატიულად შედგენას და ბეჭდვას .
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 17 ნოემბრის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 18.11.2014 წ.
თავი X.
მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გამოყენებისა და აღრიცხვა - ანგარიშგების წესი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/52.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/54.md
