---
title: "მუხლი 9. დროებითი ბინა დრობის ნებართვის მქონე უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეგისტრაცია — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/9"
law: "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
article: "9"
identifier: "98"
adopted: "2011-07-27"
consolidated_as_of: "2026-06-19"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 9. დროებითი ბინა დრობის ნებართვის მქონე უცხოელის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის რეგისტრაცია — საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-19. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2026-06-19), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/9

1. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაცია ხორციელდება ამ ბრძანებით განსაზღვრული ზოგადი წესის შესაბამისად, ხოლო, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირის მისამართი სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად და მათზე არ ვრცელდება მისამართზე ამ ბრძანებით დადგენილი რეგისტრაციის წესები.

2. დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

3. ახალი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ან დროებითი ბინადრობის ნებართვის გაგრძელების შემთხვევაში უცხოელი ვალდებულია ხელმეორედ გაიაროს რეგისტრაცია ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადებში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1435931-sakartvelos-mokalaketa-da-sakartveloshi-mtskhovreb-utskhoelta-registra/10.md
