---
title: "მუხლი 1. კოდექსის მიზანი და მოქმედების სფერო. სახელმწიფოს ხელშეწყობა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისათვის — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/1"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "1"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კოდექსის მიზანი და მოქმედების სფერო. სახელმწიფოს ხელშეწყობა სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისათვის — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 1 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/1

1. ეს კოდექსი განსაზღვრავს:
ა) სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების ეკონომიკურ, სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ტექნოლოგიურ საფუძვლებს, საქართველოს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში მის ადგილსა და როლს, აწესრიგებს რკინიგზის მომსახურებით სარგებლობისას წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებს და ადგენს მათ მონაწილეთა უფლება- მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას;
ბ) საზოგადოებრივი სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურების გაწევის წესსა და პირობებს, აგრეთვე საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს.

2. ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება რკინიგზის სისტემაზე, რკინიგზით მგზავრთა გადაყვანაზე, ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვაზე, აგრეთვე რკინიგზის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

3. სახელმწიფო ხელს უწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებას და, მისი სტრატეგიული და სოციალური როლიდან გამომდინარე, ტრანსპორტის ამ დარგის ფუნქციონირებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.
საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6355 – ვებგვერდი, 01.07.2020წ.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/2.md
