---
title: "მუხლი 13¹. სახიფათო ტვირთი — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/13-1"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "13^1"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13¹. სახიფათო ტვირთი — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 13¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/13-1

1. სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით.

2. რკინიგზა უფლებამოსილია საქართველოს ტერიტორიაზე სახიფათო ტვირთი გადაზიდოს „საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ“ 1980 წლის 9 მაისის კონვენციის (კოტიფი) C დანართის − სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვის შესახებ რეგულაციის (RID) ან/და რკინიგზების თანამშრომლობის ორგანიზაციის 1951 წლის 1 ნოემბრის „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების (СМГС) შესაბამისად.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/13-2.md
