---
title: "მუხლი 13². სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის ზედამხედველობა და მონიტორინგი — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/13-2"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "13^2"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13². სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის ზედამხედველობა და მონიტორინგი — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 13² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/13-2

1. სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობასა და მონიტორინგს ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით ან სხვაგვარად.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

3. გაეროს მიერ დადგენილი სახიფათო ტვირთების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით I კლასის სახიფათო ტვირთისა და VII კლასის სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ, წერილობით, სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესაბამისად უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/13-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/13-3.md
