---
title: "მუხლი 18. გამოცხადებული ფასეულობის ტვირთი (ბარგი, ტვირთ-ბარგი) — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/18"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "18"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. გამოცხადებული ფასეულობის ტვირთი (ბარგი, ტვირთ-ბარგი) — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/18

1. ტვირთგამგზავნს უფლება აქვს, გადასაზიდად წარადგინოს გამოცხადებული ფასეულობის ტვირთი (ბარგი, ტვირთ-ბარგი). ტვირთგამგზავნი ვალდებულია გამოაცხადოს გადასაზიდად წარდგენილი ძვირფასი ლითონების (თვლების) და მათგან დამზადებული ნაკეთობების, ხელოვნების ნაწარმოებების, მხატვრული ნაკეთობების, ანტიკვარული ნივთების (მათ შორის, ხალიჩების), მოწყობილობებისა და ხელსაწყოების, ვიდეოაუდიოაპარატურის, ელექტრონულ-გამომთვლელი და გასამრავლებელი ტექნიკის, აგრეთვე საოჯახო ნივთების (რომელთა გადაზიდვა ხდება გამცილებლის გარეშე) ფასეულობა.

2. ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) ფასეულობის გამოცხადებისათვის ტვირთგამგზავნი იხდის „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებით“ განსაზღვრულ საფასურს.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ტვირთის (ბარგის, ტვირთ-ბარგის) გარდა, ნებისმიერი სხვა ტვირთიც (ბარგიც, ტვირთ-ბარგიც) შეიძლება იყოს გამოცხადებული ფასეულობის საგანი. ამ შემთხვევაში შესაბამისი საფასურის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების საფუძველზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/19.md
