---
title: "მუხლი 23. ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის განსაზღვრა — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/23"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "23"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის განსაზღვრა — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 23 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/23

1. რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნისათვის (ტვირთმიმღებისათვის) ან ექსპედიტორისათვის ვაგონის (კონტეინერის) დასაცლელად ან დასატვირთად გამოყოფის მომენტიდან მისი უკან დაბრუნების მომენტამდე ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) ან ექსპედიტორი ვალდებულია გადაიხადოს ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური და რკინიგზას აუნაზღაუროს ვაგონის (კონტეინერის) დაგვიანებით დაბრუნების გამო გაწეული ტვირთის შენახვის ხარჯი.

2. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) კუთვნილი ან მის მიერ რკინიგზისაგან სარგებლობის უფლებით აღებული ვაგონის (კონტეინერის) მიღების დაყოვნებისას საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე ამ ვაგონის (კონტეინერის) ყოფნის დროისათვის გადაიხდება ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის ნახევარი.

3. რეფრიჟერატორული სექციით, რეფრიჟერატორული ვაგონით ან რეფრიჟერატორული მატარებლით სარგებლობის საფასური განისაზღვრება ასეთი სექციის ან მატარებლის ბოლო ვაგონის დატვირთვის (გადმოტვირთვის) დროის გათვალისწინებით.

4. ვიწროლიანდიან სარკინიგზო ლიანდაგზე ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასური მცირდება 50%-ით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/24.md
