---
title: "მუხლი 24. ტვირთის მიტანის ადგილის (მისამართის) შეცვლა — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/24"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "24"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. ტვირთის მიტანის ადგილის (მისამართის) შეცვლა — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 24 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/24

1. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) წერილობითი განცხადების საფუძველზე რკინიგზა ცვლის ტვირთის მიტანის ადგილს (მისამართს) – ტვირთმიმღებს ან გადასაზიდად მიღებული ტვირთის დანიშნულების რკინიგზის სადგურს. მიტანის ადგილი იცვლება დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ, „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.

2. პირი, რომლის განცხადების საფუძველზედაც მოხდა ტვირთის მიტანის ადგილის შეცვლა, პასუხისმგებელია თავდაპირველი ტვირთმიმღების წინაშე ამ ცვლილებით გამოწვეული შედეგებისათვის და ვალდებულია, მოაწესრიგოს ანგარიშსწორება ტვირთგამგზავნს, თავდაპირველ ტვირთმიმღებსა და ფაქტობრივ ტვირთმიმღებს შორის.

3. საბაჟო კონტროლისადმი დაქვემდებარებული ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება მხოლოდ შესაბამისი საბაჟო ორგანოს თანხმობით . თუ ამგვარი ტვირთის გადაზიდვა საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას , ეკოლოგიურ მდგომარეობას , მატარებელთა მოძრაობასა და სახანძრო უსაფრთხოებას , აღნიშნული ტვირთის მიტანის ადგილი იცვლება საბაჟო ორგანოს თანხმობის მიუღებლად , რის შესახებაც ამ ორგანოს რკინიგზა აცნობებს .
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5947 – ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4926 - ვებგვერდი, 04.07.2019წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/25.md
