---
title: "მუხლი 32. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/32"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "32"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 32 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/32

1. რკინიგზა ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვას ახორციელებს საზღვაო, შიდა სახმელეთო წყლების, საჰაერო და საავტომობილო სატრანსპორტო საწარმოების (ორგანიზაციებისა და სხვათა) მონაწილეობით.

2. რკინიგზის მიერ ტვირთის პირდაპირი შერეული გადაზიდვა წარმოებს ერთიანი ზედნადებისა და სხვა სატრანსპორტო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც მსვლელობის მთელ გზაზე ახლავს ტვირთს.
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3316 – ვებგვერდი, 18.07.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/33.md
