---
title: "მუხლი 37³. სამგზავრო ინფორმაცია — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/37-3"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "37^3"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37³. სამგზავრო ინფორმაცია — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 37³ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/37-3

1. სარკინიგზო საწარმომ, ბილეთების გამყიდველმა, ტუროპერატორმა, რკინიგზის სადგურის მენეჯერმა, რომელიც მგზავრს ერთი ან ერთზე მეტი სარკინიგზო საწარმოს სახელით სთავაზობს მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებას, მას უნდა მიაწოდოს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით გათვალისწინებული სამგზავრო ინფორმაცია − ინფორმაცია მგზავრისთვის შეთავაზებული ხელშეკრულებით განსაზღვრული რეისების თაობაზე.

2. მგზავრს სამგზავრო ინფორმაცია უნდა მიეწოდოს რეალურ დროში, ისეთი ფორმით (მათ შორის, შესაბამისი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით), რომელიც მას ამ ინფორმაციის სრულად და ნათლად აღქმის შესაძლებლობას მისცემს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სმენადაქვეითებული, უსინათლო და მცირემხედველი მგზავრების საჭიროებებს.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/37-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/37-4.md
