---
title: "მუხლი 37⁴. სამგზავრო მატარებლების განრიგის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/37-4"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "37^4"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37⁴. სამგზავრო მატარებლების განრიგის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 37⁴ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/37-4

1. ინფრასტრუქტურის მენეჯერმა სამგზავრო მატარებლების განრიგის შესახებ ინფორმაცია სარკინიგზო საწარმოს, ბილეთების გამყიდველს, ტუროპერატორსა და რკინიგზის სადგურის მენეჯერს რეალურ დროში უნდა მიაწოდოს.

2. სარკინიგზო საწარმომ სხვა სარკინიგზო საწარმო (მისი არსებობის შემთხვევაში), ბილეთების გამყიდველი და ტუროპერატორი უნდა უზრუნველყოს რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით გათვალისწინებული სამგზავრო ინფორმაციითა და ბილეთის დაჯავშნის სისტემების შესახებ ინფორმაციით რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესის შესაბამისად.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/37-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/37-5.md
