---
title: "მუხლი 37⁵. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებით უზრუნველყოფა — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/37-5"
law: "საქართველოს სარკინიგზო კოდექსი"
article: "37^5"
identifier: "1911"
adopted: "2002-12-28"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37⁵. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მომსახურებით უზრუნველყოფა — საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხლი 37⁵ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/37-5

1. სარკინიგზო საწარმომ ან/და რკინიგზის სადგურის მენეჯერმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირების წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობით უნდა შეიმუშაოს მატარებლით მგზავრობის არადისკრიმინაციული წესები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მისი დამხმარე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის გადასაყვანად.

2. სარკინიგზო საწარმომ და რკინიგზის სადგურის მენეჯერმა უნდა უზრუნველყონ, რომ პერსონალი, რომელიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უშუალოდ უწევს დახმარებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირსა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირს, გადიოდეს სპეციალურ სასწავლო კურსებს შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ და იცოდეს, როგორ გახადოს ხელმისაწვდომი ასეთი პირებისთვის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის მომსახურება. პერსონალი ამ სასწავლო კურსებს რეგულარულად უნდა გადიოდეს. აღნიშნული სასწავლო კურსები უნდა ემსახურებოდეს პერსონალის მომზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის საჭიროებების შესახებ ცნობიერების გაზრდას.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე პირის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად დამატებითი მოთხოვნები და წესები განისაზღვრება რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით.
საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/37-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14404-sakartvelos-sarkinigzo-kodeksi/37-6.md
